საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დარგის წარმომადგენელთა

ერთობლივი განცხადება

ძალა ერთობაშია!

ქვეყანაში დღეს არსებულ უმძიმეს კრიზისს, რომელიც გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, წინ უძღოდა კულტურის სფეროში ზოგადად და, კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დარგში ბოლო ათწლეულის განმავლობაში განვითარებული შეუქცევადი პროცესები. კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო თუ ეროვნული მნიშვნელობის მრავალი ძეგლის (საყდრისი, თბილისის უნიკალური ლანდშაფტი, ხადის ხეობა, გელათი და სხვ.) განადგურება-დაზიანებების პარალელურად მიმდინარე დანაშაულებრივმა და რეპრესიულმა საკადრო პოლიტიკამ, აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ, ცენზურამ და მართვის დიქტატორულმა სტილმა მემკვიდრეობის დარგზე პასუხისმგებელი უწყებები პროფესიონალების გარეშე დატოვა, საფრთხე შეუქმნა ძეგლებს, მუზეუმებში დაცულ კოლექციებსა და, ზოგადად, ქვეყნის მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმები ადამიანის უფლებების დაცვასა და კარგი მმართველობის პრინციპებს ეფუძნება. 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროინტეგრაციის გეზზე უარის თქმით ეს ღირებულებები უმოწყალოდ ითელება, რაც პირდაპირ ემუქრება არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დარგს, არამედ - ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მოქალაქეთა უსაფრთხოებას. დღევანდელი თვითმარქვია ხელისუფლება დაუნდობლად უსწორდება განსხვავებული აზრის მქონე უდანაშაულო ადამიანებს, გვართმევს ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს, საფრთხეს უქმნის ჩვენს კულტურულ იდენტობას, საქართველოს მრავალსაუკუნოვან მატერიალურ და სულიერ საგანძურს, ჩვენს მორალურ თუ სოციალურ კეთილდღეობას და სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური განვითარების იმ დიდ პოტენციალს, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას გააჩნია.

ქვეყნის დასავლური და ევროპული სამყაროსგან იზოლაცია ნიშნავს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე, საერთაშორისო მხარდაჭერის შეჩერებას, მაშინ, როცა წლების მანძილზე სწორედ დასავლელი პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი არაერთი ძეგლის გადარჩენა, ტრადიციული ცოდნის შენარჩუნება და ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დარგის შეძლებისდაგვარად განვითარება.

ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე, მოვითხოვთ:

გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!

ხელმომწერები

(განახლებადი)


კულტურული მემკვიდრეობის დარგის განცხადება (Responses)